Monday, November 21, 2022

რატომ მითხარი?! (სატრფიალო)

.რატომ მითხარი?!

,,ღმერთად მიწამე!", შენ, უღმერთოვ, რატომ მითხარი,
რად მაყიალე ეკლიან და სუსხიან გზებზე,
მე სიხარულის ვერ მივიღე ერთი მისხალიც,
და ტანჯვა ვშობე იის ნაცვლად პიტალო კლდეზე.
ჩამოძონძილმა მივაღწიე ჩემდა სამარეს,
შიგნით ჩახედვაც გულს მიწვრილებს, მაჟრჟოლებს,მზარავს,
ველოდი შენგან წითელ ვარდებს, ტიტებს, სმარაგდებს,
ცარიელია ამქვეყნიურ სიამეთ ძარა.
მე დათოვლილი მთების შვილი ვიყავი ერთი,
მეგონა, გულში მიყვაოდა ედელვაისი,
შენ ალბათ გინდა გათხრილ საფლავს მიაგდო ბელტი
და სხვა ბაღებში ყნოსო ვარდი ნაზი მაისის.
,,ღმერთად მიწამე!", რად მითხარი, თუ არ გიყვარდი,
კერპი რომ იყო, ამისათვის არ გყოფნის ძალა,
მე ყველა შენზე მოგონებას დავწვავ დილამდის,
და ყველა შენს ყალბ სამკაულებს ცეცხლს მივცემ მარადს.
მაია დიაკონიძე
21.11.2022წელი



No comments:

Post a Comment