Wednesday, November 16, 2022

გეფიქრებოდე, ავტ. როი სოხუმელი, ექსპრომტი, ავტ. მაია დიაკონიძე

 გეფიქრებოდე,

შემოდგომაც გვტოვებს... (გვშორდება),
გაღვიძება'ა დიდი ზამთრის...
თეთრის...
ხანგრძლივის...
ღმერთო.. (ამდენი სიალალე, როგორ ჭორდება),
ღმერთო,
რა იყო... ან, რა არის ჩემში მარტივი;
უსაკუთროა დავიბრალო, რომ ვთქვა: ,,ჩემია",
განშორება'ა ყველა დროის... ყველა სეზონის,
მყავდა სიცოცხლედ,
მყავდა თოვად,
მყავდა ფერიად,
სათუთ ნიღამებს მორგებული ეჭვის დემონი...
გაღვიძება'ა... გზები კვეთენ დილის სიცალეს,
რა დაცლილი ვარ,
რა სხვანაირ ფიქრთა თენებით,
მაგ თვალებიდან ჩემი სახე ამოიმშრალე,
ახლა არაფერს... (სულ'არაფერს შეეფერები).

როი სოხუმელი

ექსპრომტი (მაია დიაკონიძე)

მე შენს ხელებში ვისრისები, როგორც ფოთოლი,

ნაწილაკებად, ნაწილებად, ფერად, გამებად,

და აუხდენი, მიუღწევი შენ ხარ გოდოლი,

და მელოდება ერთადერთი — გარდაცვალება.

ვისთვის კიაფობს შემოდგომა - ტყეების ტევრი,

წვება ჩემს გულში ზურმუხტებად, ქარვა-ლალებად,

დამრჩება მხოლოდ ცივზამთარი, თოვლივით თეთრი,

სხვა არაფერი, შენს თვალებში გარდაცვალება.

მაია დიაკონიძე

16.11.1022წელი




No comments:

Post a Comment