Friday, November 25, 2022

მე მეგონა, რომ... (სატრფიალო)

მე მგონა, რომ მართლა გიყვარდი,

მართლა გიყვარდი და არ ხუმრობდი,

ყველა ვარსკვლავი, ის მილიარდი,

რომ იყო შენი, კირითხუროსი,

ჩემთვის გინდოდა, ჩემთვის ანთებდი,

ვით ლამპიონებს ბნელ შავ ქუჩებში,

მაგრამ ვხედავ, რომ შენც დროს დანებდი,

და გაელვება ისე უცაბედი,

ვით ამოფეთქვა ერთი ვულკანის,

ვით მეტეორის ჩამოქროლება,

იყო შედეგი ჩემი მუდარის,

მაგრამ ღირდა კი ჩემს შებრალებად?!

რომ კიდევ მეტად გეგრგვინა ცაზე,

რომ გაგელეწა ლექსების კალო,

და თუ კი მაინც ამიყვან ბანზე,

დავსხდეთ და ცაში ვარსკვლავნი ვთვალოთ.



,

,



,





No comments:

Post a Comment