გამოვიგონე სიყვარული, როგორც ზღაპარი
და როგორც ბავშვი ჩემს კალთაში, ისე გავზარდე,
ბროწეულების ყვავილების ბრიალ-ზღვა არის
და ველოდები კვირტს მოისხამს ასი-ათასებს.
მთელ დედამიწას გადაუვლის, როგორც ღრუბელი,
რწმენის მარცვალიც გაღვივდება და გაფუვდება
და როგორც ცხენი ტრამალებზე ლაღი უბელო
იფრენს და ლურჯი ზღაპარივით არ დასრულდება.
ა
No comments:
Post a Comment