ღელავდა ზღვა და ბობოქარმა ტალღამ გამრიყა,
შეუცნობელის შეცნობა იქ შევძელ ადვილად,
როს შემომესმა სირინოზთა ნაზი სიმღერა,
მივხვდი, ბოროტი ზღვის ფსკერზე, შავ შლამში მითრევდა.
მატყუარა და მაცდურია თვით სილამაზეც,
თუ მისი ძალა სათანადოდ ვერ შეაფასე.
No comments:
Post a Comment