რა ვქნა, ვაჟო, შემიყვარდი,
არ მიქრება შენი ნდომა,
სურვილი მაქვს შენი ნახვის,
ღმერთმა მერე თუნდაც მომკლას.
მოგეკვრები, როგორც ვაზი,
არ დაგაკლებ ჭიგოს კოცნას,
სიყვარული ასე ნაზი,
არ გენახოს არც ერთ დროსაც.
No comments:
Post a Comment