Thursday, March 10, 2022

მზე ცის ტატნობზე სისხლისფრად იწვის, ავტ. შმაგი ჭინჭარაული

 მზე ცის ტატნობზე სისხლისფრად იწვის

და მიწას ვარდის სურნელი მოსავს...
შეკივლებაა ცისა და მიწის,
როდესაც მუზა წალეკავს მგოსანს.
ცად ატყორცნილი ხე- გიგანტები,
უალერსებენ ერთურთს ჩრდილებით,
ჩამოწყობილან მთების კალთები,
დალალებივით ჩამოშლილები.
თითქოს მოკლე გზა ედოს ალაზანს,
მიიზლაზნება ისე რონინით.
ისე დინჯი და ისე ლამაზი,
თითქოს პოეტის გამოგონილი.
შორს საინგილოც შესულა თვალში,
იქაც ბიბინენს მწვანედ ჯეჯილი.
გასხვისებული ობოლი ბავშვი...
დედის გულიდან ამოგლეჯილი!
შმაგი ჭინჭარაული







No comments:

Post a Comment