Saturday, March 5, 2022

და ზოგჯერ ეშმაკს, ანგელოზის ჰქონია სახე!

და ზოგჯერ ეშმაკს ანგელოზის ჰქონია სახე!
ზოგს თუ უყვარხარ, ეს არ ნიშნავს,
უყვარხარ ყველას,
მავანთ თვალებში სიძულვილის
ბაღჩები ელავს,
განა დაინდეს, არ გასწირეს
საწყალი ელი?!
შემოახვიეს სასიკვდილოდ
ტანჭრელი გველი!
შენი ღიმილი ვიღაცისთვის -
ისარი გულში,
გეგონა შენს მზეს ფიცულობდა
გუშინწინ, გუშინ,
დღეს კი საწყალი მასზე დარდობს, -
ბედნიერს გხედავს,
უნდა გიყუროს ძირს დაცემულს,
ყრუსა და ბეჩავს.
თურმე ღიმილი, თბილი სიტყვა
ყოფილა მახე,
და ზოგჯერ ეშმაკს ანგელოზის
ჰქონია სახე,
მაია დიაკონიძე
5.03.2022 წელი

No comments:

Post a Comment