Wednesday, March 16, 2022

ღამე პარნასზე! ავტ. ელგუჯა ციგროშვილი

 

ღამე პ ა რ ნ ა ს ზ ე !
1. ოცნებებში უსასრულოდ გეფერები,
ფანტაზიებს აღარა აქვს უკვე ზღვარი...
მიყვარს, როცა ს ხ ი ვ თ ა ნ ერთად მესტუმრები,
დილით მ ზ ი ს ს ხ ი ვ ს მოჰყვები და ღამე მ თ ვ ა რ ი ს!
2. ა პ ო ლ ო ნ ს ვთხოვთ, რომ დაუკრას სატრფიალო
და მ უ ზ ე ბ ი შეგვამკობენ გ ვ ი რ გ ვ ი ნ ე ბ ი თ,
საცეკვაოდ გადაგიწვევ ტურფა ქალო,
მინდა ენა მოვიღალო შენი ქებით!
3. როცა ჟინი, ლაგამს აჰყრის ვნებას ნაბამს,
როცა ა მ უ რ ს ი ს რ ე ბ ი სულ დაელევა...
შ ე ნ შემიცნობ, – ღვთის ბოძებულ შენ მცველ ა დ ა მ ს,
მ ე შეგიგრძნობ, – რომ შენა ხარ ჩემი ე ვ ა!
4. შემთვრალ მაყრებს, ღამის ჩრდილში გავეპაროთ,
უნდა ავყვეთ, ტალღად მომსკდარ გიჟმაჟ ვნებას,
პ ა რ ნ ა ს ი ს მ თ ი ს გამოქვაბულს შევეფაროთ,
და... მივეცეთ უსასრულო ნეტარებას!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 22. 02. 2022 წელი

No comments:

Post a Comment