ვა, რა უწყალო ყოფილხარ,
როგორც ქვას ფეხი გამკარი,
ჩაგორებულმა ხევ-ხუვში,
ვერ ავიტანე ზამთარი,
იქნებ, ვერც მნახო ვერადროს,
ვერა ცოცხალი, ვერ მკვდარი.
ჩემს გულს მაინც რას ერჩოდი,
მამიხტი, როგორც აფთარი,
მას მერე ცრემლები მაწვიმს,
კლდებ არ მოშორდა ავდარი.
No comments:
Post a Comment