როგორ მომენატრე....
როგორ მომენატრე ერთადერთო...
ისევ ამოხეთქა გულმა ლექსი,
არა, არავინ მყავს სამყაროში
შენზე ძვირფასი და უკეთესი.
როგორ მომენატრე, როგორ, როგორ...
გზები რა უეცრად შეგიცვლია,
განა არ იცოდი უშენობა
მხოლოდ ერთი წამი შემიძლია.
როგორ მომენატრე სიყვარულო,
თვალიც ვერ მისწვდება, ცამდე, მზემდე,
როგორ მენატრება გიყვარდე და
მე კი ძველებურად გაბრაზებდე.
როგორ მომენატრე, ნუთუ მთვარე
ღამე საჩურჩულოდ აღარ გიწვევს,
ნუთუ სიზმრის კარიც მოხურე და
მკლავზე ჩემი ლანდიც აღარ გიწევს.
როგორ მომენატრე, სად ხარ, სად ხარ...
ვერ ვძრავ უშენობის აგონიას
ასე ადვილად ვერ დამივიწყებ,
და რომ ეს გინდოდეს, არ მგონია.
როგორ მომენატრე, როგორ, როგორ.....
ეკა ჯავახიშვილი
22.3.2017წ
No comments:
Post a Comment