Thursday, March 17, 2022

,,სატრფიალო – სალაღობო " (ექსპრომტად თ - მ - ს), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი (ახალი ლექსებიდან, წიგნში შესატანი)

 ციკლიდან:

,,სატრფიალო – სალაღობო "
(ექსპრომტად თ - მ - ს)
1. თქვენ მე მიწოდეთ ,, ლურჯი ოცნება,"
თავად სანუკვარ ოცნების დარო;
მერე, თვალებში როცა ჩაგხედე,
შემომღიმილე, – ,,მაცდური ხარო!"
2. თუმცა უსიტყვოდ მჯეროდა შენი,
ეგ ნათქვამი კი ვერ დაგიჯერე...
რადგან თვით ვგავდი ცდუნებულ ა დ ა მ ს, –
შენი მაცდური ღიმილის მერე!
ელგუჯა ციგროშვილი
ქ. თესალონიკი, 8. 09. 1996 წელი

No comments:

Post a Comment