ვეძებ მარტივ მამრავლებს,
ხან ვარდებად ვიფრქვევი,
ხან ზეცით ვცლი მანანებს.
ხან მეფის ასული ვარ,
ხან - უბრალო კონკია,
მუზების სიყვარული
მამით გამომყოლია.
მაოცებს და მაკვირვებს
მთაზე ედლვაისი,
სიყვარულზე სიმღერას
ელტვის გული ფაქიზი.
რომ დავანთო ქვეყნისთვის
ჩაუმქრალი სანთელი,
ცეცხლად ავაგიზგიზო,
ჩაღველფილი ნათელი,
შევღაღადებ ღვთიშობელს
დღისითაც და ღამითაც,
იმცინაროს მარადის
აისმაც და დაისმაც.
No comments:
Post a Comment