კეთილშობილი ჰუმანისტის სახის შექმნისათვის გამოქვეყნებული ამ
ფოტოსურათის ფარისევლურ-პროპაგანდისტულ ხასიათს ცხადყოფს მასზე დაფიქსირებული
სუბიექტის მიერ ბოლშევიკური ბრბოსთვის მიცემული ის კაცთმოძულე და დანაშაულებრივი
განკარგულებები როგორებიც იყო:
-„სასაცილო და აბსურდული იქნებოდა ტერორზე უარი“
[1]
-„ტერორი და „ЧК“ (საგანგებო
კომისია-„დამსჯელი ორგანო“ დ.ჭ.) აბსოლუტურად აუცილებელია“ [2]
-„ძალადობიდან და ტერორიდან გადგომა-მტირალ
წვრილ ბურჟუად გარდაქმნას უდრის“ [3]
-„სასამართლომ
კი არ უნდა აღიკვეთოს ტერორი; რის დაპირებაც ტყუილი ან საკუთარი თავის მოტუება
იქნებოდა, არამედ ვალდებულია პრინციპულად, ნათლად, სიყალბის და შელამაზების გარეშე
დააკანონოს ის.“ [4]
ფარისევლური პროპაგანდის ანალოგიური განცდა
გეუფლება როცა რწმუნდები, რომ ქვეყანაში სადაც მრავალი წლის განმავლობაში
განათლება სამთავრობო პოლიტიკის პრიორიტეტად სახელდება, ეკონომიკის მკვლევართა
აბსოლუტური უმრავლესობისათვის არ არსებობს სამეცნიერო შრომის უფასოდ გამოქვეყნების
შესაძლებლობა.
საქმე ისაა, რომ დღევანდელ საქართველოში არსებულ,
პრაქტიკულად ყველა პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში, (გამოცემის უფლების მქონე
სტრუქტურის თანამშრომლების და სტუდენტ-დოქტორანტების გარდა), ნაშრომის
გამოქვეყნება ფასიან (კომუნისტურ წარსულში გაზეთ თბილისში გარდაცვალების
განცხადების ანალოგიურად )მომსახურებად
არის ქცეული.
სიტუაციას არსებითად ვერ ცვლის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეციერო-ანალიტიკურ ჟურნალ „ეკონომისტი“-ს რედაქციის მიერ, შეფასების 100 ქულიანი სისტემით, 90-ზე მაღალი შეფასების
[1] -„Было бы смешно и нелепо отказываться от террора“
(В.И.Ленин «Ценные признания Питирима
Сорокина“, ноябрь 1918г., Ленин В.И., ПСС,
5-е изд., т.37, с.194);
[2] -„…террор и ЧК - вещь абсолютно необходимая“.
(В.И.Ленин «Заключительное слово по докладу ВЦИК и совнаркома 6 декабря 1918г.
на VII Всероссийском Съезде Советов», Ленин В.И., ПСС,
5-е изд., т.39, с. 416);
[3] „…отрекаться
от насилия, от террора - значит превращаться в плаксивого мелкого буржуа…»
(В.И.Ленин «Проект ответа от РКП на письмо независимой с.-д. партии ,20 января
1920 г», Ленин
В.И., ПСС, 5-е изд., т.40, с. 57)
[4] -„Суд должен не устранить террор; обещать это было бы самообманом
или обманом, а обосновать и узаконить его принципиально, ясно,
без фальши и без прикрас“.
(В.И.Ленин «Дополнения к проекту вводного закона к Уголовному кодексу РСФСР и
письма Д. И. Курскому, май 1922г», Ленин В.И., ПСС,
5-е изд., т.45, с. 9)
მქონე, ანუ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი შრომების უმნიშვნელო ნაწილისათვის დაწესებული შეღავათი.
სამეცნიერო ნაშრომის უფასოდ გამოქვეყნების
შეზღუდულ შესაძლებლობას უალტერნატო ხასიათს სძენს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ჟურნალ „ეკონომიკა და
ბიზნესი“-ს სარედაქციო კოლეგიის 2021 წელს მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე,
რომ: -„… , მიმდინარე წლის მე-4 ნომრიდან ავტორებმა იდენტური სტატიები უნდა წარმოადგინონ ქართულ და ინგლისურ ენებზე (ინგლისურ ენაზე თარგმნილი სტატია ავტორმა თავად უნდა წარმოადგინოს, რომელიც სტილისტურად დაიხვეწება და ერთ ფორმატში მოექცევა ჟურნალის მიერ)...
,.“[1]
აღნიშნულმა
გადაწყვეტილებამ (სახელმწიფო ენაზე შესრულებული კვლევის არასრულფასოვნად
გამოცხადების პარალელურად) ქართველ ეკონომისტთა დიდი უმრავლესობისათვის
პრაქტიკულად შეუზლებელი გახადა აღნიშნულ ჟურნალში კვლევის შედეგების უფასოდ
გამოქვეყნების ადრე არსებული შესაძლება. საქმე ისაა, რომ ნაშრომის ინგლისურად
თარგმნა მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვს არაფერი, რომ არ ვთქვათ
ეკონომიკური განათლების მქონე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მთარგმნელის
მოძიების სირთულეებზე.
შექმნილი სიტუაციის დაძლევისა და რაც ასევე
მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ქვეყნის ეკონომიკის, (მათ შორის
სამეწარმეო სფეროს) პრობლემატიკასთან მაქსიმალური მიახლოების, სამეცნიერო-კვლევითი, სასწავლო და სამეწარმეო
საქმიანობის მაქსიმალური კოორდიანცია-კონსოლიდირებისათვის, მიზანშეწონილად
მიგვაჩნია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ეკონომიკის სფეროს სამეცნიერო-კვლევითი
და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ეკონომიკური პროფილის უმაღლესი სასწავლებლების,
საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, დარგობლივი ასოციაციებისა და სურვის შემთხვევაში
ყველა სხვა დაინტერესებული პირის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძდეს რეფერირებადი და რეცენზირებადი
საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური გამოცემა. სადაც ავტორთა მიერ წარმოდგენილი
შრომ(ებ)ის გამოქვეყნება შესაძლებელი გახდება მხოლოდ დამფუძნებელთა მიერ ყოველი
კონკრეტული შრომისათვის მინიჭებული ქულების ჯამით.
ჟურნალის მცირერიცხოვანი რედაქციისა და
გამოცემის (ტექნიკური) ხარჯების დაფინანსება პირველ ეტაპზე გადანაწილებული
შეიძლება იქნეს გამოცემის დამფუძნებლებზე.
[1] „ჩვენი ჟურნალის ავტორებისა და მკითხველების საყურადღებოდ!“
ეკონომიკა და ბიზნესი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი. http://eb.tsu.ge/?cat=avtor&leng=ge
No comments:
Post a Comment