გიული ჩქარეულს ფოტოზე კომენტარად!
სულაც არა ვარ სხვა ქვეყნის მგმობი,
თუმც ჩემი ქვეყნის მიყვარს ვარდები...
უცხო ხის ტოტებს,ნუ დაეყრდნობი,-
თორემ, ადვილად ჩამოვარდები!
ელგუჯა ციგროშვილი
მამულისთვის ნასროლ ტყვიას, მჯერა გულზე გააციებს..
თვით ზეცაც კი,- ჟამიდან ჟამ არ ინანებს მისთვის მთიებს...
იმ ბედნიერ მეგობრების ჩასდგომია თავში სიებს..
ვისაც ინგა სიყვარულით ფეხვეშ უფენს ვარდს და იებს..
აქ კი რაღაც ვერ გავთვალეთ, ჟამკარი გვაქ არეული,
პირველიდან ტოტზე ჰკიდავ, დიდ შარში ვართ გარეული...
ინგავ, დროზე მოგვაშველე ფოტოშოპის მზარეული..
ეგ იას ფეხს არ დაადგამს, მ ო ხ ე ვ ე ა,--ჩ ქ ა რ ე უ ლ ი ..
No comments:
Post a Comment