Tuesday, March 1, 2022

პარნასის ღამე (სატრფიალო)

 თხელ საბანს მოგვხვევს პარნასის ღამე,

მოუთმენლობით  ვთრთივარ და ვიწვი,

თავს შევაფარებთ ცის ყარიბ მთვარეს,

მარტოდ დრაჩენილ ეულ ხეს ფიჭვის.

შენ დამიკოცნი ტუჩებს და სახეს,

აღარ დამთავრდეს ალერსი მინდა,

და არ გეგონოს გიგებდე მახეს,

ეს სიყვარული ოცნებად ღირდა. 

No comments:

Post a Comment