Wednesday, March 9, 2022

პლიაჟზე ვიწექი (სატრფიალო)

 პლიაჟზე ვიწექი მცხუნვარე მზის ქვეშ

ზღვით გაგრილებულ სხეულს ვითბობდი,

რომ უცებ ჩემთან მოვარდა ტალღა,

არც ის მიცნობდა, არც მე ვიცნობდი.

ჯერ დაბლა ფეხზე მომელამუნა,

მერე მკერდამდე, მხრამდე დამფარა,

ყველა სურვილი რომ დამიამა,

ზღვაში დაუბრუნდა ისევ ამაყად.


No comments:

Post a Comment