Wednesday, March 16, 2022

იქ მოვფრინდები (სატრფიალო)

იქ მოვფრინდები ლურჯი კაბით და პეპლის ფრთებით,
სადაც შენა ხარ, სადაც შენი ფიქრებით მელი,
ვიცი, მოიღლი ენას ჩემი ხოტბით და ქებით,
ვაზის ლერწივით მომეხვევა წელს შენი ხელი.
ვიფრენთ მინდვრებში,, გაგვახარებს ბალახის ღერიც,
ნაზ ამოსუნთქვას ჩვენ ერთმანეთს ბაგით გავუცვლით,
და ნეტავ კიდევ სულ რამდენი დამირჩა დღენი,
შენთან რომ დავრჩე სიზმარეთში, მას რაღა უშლის.
მაია დიაკონიძე
16.03.2022წელი

No comments:

Post a Comment