როგორ მიყვარხარ! გრძნობას ვერ ვმალავ, მკლავს უნდობლობა შენი ფარული, რით დაგარწმუნო, არ მყოფნის ძალა, რით დაგიმტკიცო ეს სიყვარული.
რით გაგიფანტო ეჭვი ტიალი, მიყვარხარ! თუგინდ გითხრა ასჯერაც, მაინც არ გჯერა ჩემი ტრფიალი.
არ დავზოგავდი შენთვის ათასებს, შემოგავლებდი ოქროს და ქარვას, შემოგწირავდი დიდ-დიდ ალმასებს.
გვირგვინს დავთმობდი, ოღონდ სუროთა, ოღონდ ყვავილთა გვირგვინი თავზე შენი ხელებით მე დამხუროდა.
ჩუმად, სიტყვასაც კი არ გეტყოდი, მე დავტოვებდი ლაჟვარდს სიმღერით წელზე სარტყელად შემოგერტყმოდი.
მე დავტოვებდი სამყაროს ფართოს, თვალს დავხუჭავდი ყველაფრისადმი, რომ შენს თვალებში მეცქირა მარტო. |
No comments:
Post a Comment