Thursday, March 10, 2022

ნინო – ნინო (დალი) ღაღოლიშვილს სა - 8 მ ა რ ტ ო დ! (ფშაურ კილოზე ), ავტ. ელგუჯა ციგროშვილი, ახალი ლექსი წიგნში ჩასამატებლად

 

ციკლიდან :

 ,,ს ა ლ ა ღ ო ბ ო!"

ნინო – ნინო (დალი) ღაღოლიშვილს

 სა - 8   მ ა რ ტ ო დ!

(ფშაურ კილოზე )

ნინო ნინომ  8 მარტის მილოცვაზე მომწერა:

 ,, ... მოლოცვა ლექსად როგორ უფრო მეამებოდა ,, ჩემ – თავ – მკვდაროო "

(ფშაური გამოთქმაა)

 

1. ,, ჩემ-თავ-მკვდაროო "  რო  მიწერ,

რა  თავი  გაგიწირია...

ხო  იცი , ისე  გიყურებ, –

როგორაც ლელას კვირია.

2. შენ  თუ  მამიკვდი, რად  მინდა,

8   მ ა რ ტ ი,  ან  9  მ ა ი ს ი,

ისე  ამშვენებ  ა თ ე ნ ს ა,

ვით   მ ყ ი ნ ვ ა რ ს  ე დ ე ლ ვ ა ი ს ი!

3. როგორც  გავიგე, ა თ ე ნ შ ი,

ნახევარ  ლ ა ფ ა ნ ყ უ რ ი ა,

ყველა  დ ა კ ო ც ნ ე, გადაეც,

ჩემგან  სალამი  ძმურია.

4. ვიცი, რომ  თქვენც  ბერძნებივით,

ო რ – ო რ ჯ ე რ   კ ო ც ნ ა   იცითო...

კ ო ც ნ ი ს ა ს   ,,მ ა ს კ ა"  მაიხსენ,

პ ი რ ზ ე   არ  გადაიცვითო!

 

ელგუჯა ციგროშვილი 

ქ . თესალონიკი, 8  მ ა რ ტ ი, 2021 წელი

No comments:

Post a Comment