შენ რომ ასე შემიყვარე, შემეცვალა გუნება,
ასე ძლიერ, ასე ნაზად გულს რომ ესალბუნება,
ამიტაცე მაღლა ცაში და მაფრინე ღრუბლებთან,
ჩემს სიყვარულს ყაყაჩოთა ვნების ცეცხლი უხდება.
დამაწვენ და ამიყვავებ მკერდზე ატმის ყვავილებს,
დამიკოცნი ტუჩებს, თვალებს, დამანახებ აპრილებს,
წელზე მომხვევ შენს ძლიერ ხელს, მერე ზურგზე დამისმევ,
ამისრულებ ყველა სურვილს, ყველა შენზე ნაფიქრებს.
,
No comments:
Post a Comment