დღეს პარნასზე გელოდები ჩვენს ადგილას,
ვაზის ძირთან მინდა ყურძნის წვენი შევსვათ,
იქ ეროსი საწნახელში დაჭყლეტს ყურძენს,
იქნებ მუზათ სიმღერების ჰანგიც გვესმას.
ჩავებმებით ჩვენ ფერხულში საცეკვაოდ,
ხელს ჩაგვკიდებს უნაზესი აფროდიტა,
საიდუმლო უნდა დიდი რომ გაგვანდოს,
თურმე ჩვენი უკვდავყოფა აქვს მას ფიქრად.
მერე დაღლილთ მიგვაძინებს ძილის ღმერთი,
მორფევსს სახე მიუღია გაზაფხულის,
გაგვაღვიძებს ჩვენ ძახილი დიდი ვნების,
ჩვენს ტუჩებზე სამუდამოდ ასახული,
,
No comments:
Post a Comment