მზე ცის ლაჟვარდში ტრფობისგან იწვის,
შეჰყვარებია წითელი ვარდი,
და მასზე მუდამ თანა სდევს ფიქრი,
ზეცის ტატნობზე ადის თუ ჩადის.
სურნელოვანი მისი დობილი
ლამაზია და არა აქვს ზადი,
და ისიც ტკბება მზის სიყვარულით,
მაგრამ შორეულს ვერ უმხელს წადილს!
No comments:
Post a Comment