მე შევყურებდი ზეცას კამკამას,
სათნოების და ბედის იმედად,
მაგრამ ცხოვრებამ ისე მაწამა,
მძიმე წამები მაქვს ბორკილებად.
და იცრიცება თვალში იები,
არც მიმოზები ბრწყინავენ თმაში,
განქარდა ქალი კამელიებით,
გულზე ვარდებით ზეციერს დავრჩი.
No comments:
Post a Comment