კლდეს შეფენილი ია ვარ,
ის მიყვარს, შავი, პირქუში,
ბნელნისლიანი დილაა,
დარდი იბუდებს მის გულში.
შემომტირ - შემომნაჭუჭებს,
თითქოსდა სული უკვნესის,
ფესვი მიწაში გაუდგამს,
მისთვის ძალ-ღონე სულ ერჩის,
გაუმკლავდება ნიაღვარს,
აიზიდება ღრუბლებში,
მასზე ძვირფასი ვინა მყავს,
მე კი მისთვის ვარ ნუგეში.
მის ნაპირს რომ ვალამაზებ,
ზარ-ზეიმია სულეთში.
No comments:
Post a Comment