იქ მოვფრინდები ლურჯი კაბით და პეპლის ფრთებით,
სადაც შენა ხარ და ფაქიზი ოცნებით მელი,
დამელოდები სიზმარეთის დახურულ კართან,
მარადისობა გადაგვიხსნის იდუმალ ფარდას.
ვიფრენთ მინდვრებში და გვექნება ჩვენ ხელი ხელში,
უკვდავების წყალს მივაწოდებთ ერთმანეთს პეშვით,
დაგვეპკურება ლურჯი ზეცა კამკამა ნამად,
უსაზღვროებას გვაზიარებს გრძნეული ძალა..
No comments:
Post a Comment