ბოროტება რომ სიბნელია და სიკეთე - სინათლე, ჩვენს წინაპრებს უთქვამთ, და ზოგიერთი შეამჩნევს თუ არა სხვის თვალში სინათლეს, ბედნიერების ნაპერწკალს, მაშინვე ცდილობს ჩააქროს, მოაშთოს სინათლე, წყვდიადის ყურება უფრო აწყობთ რატომღაც, კარგად დააკვირდით, მიმოიხედეთ თქვენს გარშემო, არაერთს შეამჩნევთ ასეთს, ისეთებს, რომელთაგან დარტყმას და თქვენს მიმართ ცუდ დამოკიდებულებას რომ არც ელით. უკრაინაში პუტინის გალაშქრების ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკიცაა, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა პიროვნული ანტიპათია იგრძნო მის მიმართ, ისევე როგორც მიშა სააკაშვილისადმი. ზოგიერთებს არ მოსწონთ, როცა ადამიანი მათ მიერ გონებაში შემუშავებულ სქემაში, ჩარჩოში, მონახაზში არ ჯდება, რომ იტყვიან, თავის თვალში დირეს ვერ ხედავენ, სხვის ქცევებს კო ზომავენ და წონიან და მისხალ-მისხალ აფასებენ. გავიხსენოთ ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი", როცა ხალხი იმის გამო გარიყავს და გაწირავს ადამიანს, რომ ის გამართულად დადის და ისე არ აზროვნებს, როგორც სხვები, ან ჰერმან ჰესეს ,,ტყის კაცი", იქაც, უბრალო ადამიანი უპირისპირდება ტომის ბელადს, და მისგან დაწყევლილი და გაგდებული ტომიდან შეიმეცნებს სამყაროს და ხვდება, რომ ნამდვილი ბედნიერება პიროვნულ თავისუფლებაშია, გარე სამყაროში და არა ჩაკეტილ წრეში, ადამიანთა გარკვეულ ერთობლიობაში, იყავით, ადამიანებო, ლაღები და თავისუფლები, ბედნიერები, ნუ შეგაშინებთ ვიღაცის ნათქვამი სიტყვა და ბოროტი მზერა, ოღონდ ნუ შეზღუდავთ სხვათა თავისუფლებას, ნუ შეეხებით მას!
Sunday, March 6, 2022
ბოროტება და სიკეთე, ესსე, კომენტარებით
მაია დიაკონიძე
6.03.2022წელი
კომენტარები:
ელგუჯა ციგროშვილი
ყოჩაღ , მაია !
ბედნიერია ადამიანი , რომელიც
,,შეიმეცნებს სამყაროს და ხვდება , რომ ნამდვილი ბედნიერება პიროვნულ თავისუფლებაშია ? გარე სამყაროში და არა ჩაკეტილ წრეში"...
ამისი მიხვედრა , ერთეულების ხვედრია .
აკაკიც ამბობდა :
,, სჯობს მონობაში გადიდკაცებულს ,
თავისუფლების ძებნაში მკვდარი"~ო!
,, ადამიანებო , იყავით ლაღები და თავისუფლები , ბედნიერები" !
როგორ გვაკლია პიროვნული თავისუფლებით მიღებული ბედნიერება და როგორ არის ჩვენში გამჯდარი არქიფოების იმედზე ყოფნა და იმ გვირაბის თხრა , რომელიც წრეზე ტრიალებს და მზის შუქზეც არასდროს არ გაგვიყვანს !
სოსო ზარდიაშვილი
,,ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი,რადგან მათია ზეციერი სამეფო."
(იესო ქრისტე)
,,უბედურია,ვისაც სულიერი საკითხების გამოკვლევა არ აინტერესებს".
(ქრისტეს ,,უსარგებლო მონა")
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment