და შენი სიზმრის იყო ეს ღამე
და შენი ღამე სიზმარში თრთოდა,
მეუბნებოდი, მითხარი რამე,
თუნდაც რა იყო და რატომ მოხდა.
რომ სურვილების ახდენა მსურდა,
როცა დრო იყო, ვერ მოვასწარი,
მაინც ხომ შენთან მოვყავარ ფიქრებს,
და ჩვენს სიზმრებშიც ის ღამე არის...
No comments:
Post a Comment