Friday, March 18, 2022

შემიცანი, შენი ევა! (სატრფიალო)

 ყურში უნდა მეჩურჩულა შენთვის სიტყვა

და სხეულზე მოგხვეოდი როგორც ლერწი,

მაგრამ შენმა უსიტყვობამ დამამუნჯა,

უშენობით გათანგული გული მეწვის.

ერთად უნდა შეგვეჭამა ავოკადო,

სამოთხეში განა ხილი დაილია,

საიდუმლოს ამქვეყნიურს ყველას განდობ,

მინდა ვიყო შენი ვარდიც, იდილიაც.

ავისხმები წვიმის წვეთად, როგორც მძივი,

შენს ტუჩებზე ის ლალები დაეტევა,

შემოვიჭერ შენს თვალებში, როგორც სხივი,

ჩემო ადამ, შემიცანი შენი ევა!



No comments:

Post a Comment