მე ნამი ვიყავ და შენ ფოთოლი,
და ტრფობით სავსე ზედ გემცვრეოდი,
ციხე იყავ და ჩემი გოდოლი,
კედლებზე სუროდ მოგეხვეოდი.
და მაიმებდა ამ გულისტკივილს
შენი შეხებაც მცირეოდენი.
ხან თოვლი ვარ და ხან წვიმის წვეთი,
ხან მდინარიდან ნასროლი შხეფი,
და არაფერი არ მინდა მეტი,
ვტკბებოდე შენი ფერით და ეშხით.
No comments:
Post a Comment