Sunday, March 13, 2022

 უნდა მებრწყინა მე შენს თვალებში,

და ამოგსვლოდი ციურ  იებად,

მინდოდა  გეგრძნო ეს გაზაფხული, 

თეთრ მარადიულ კამელიებად.

შემოგხვეოდი ტანზე ვარდებად,

რომ შეგეყნოსა სუნი ედემის,

რომ დაგენახა მშვენიერება,

ყელმოღერილი ნაზი გედების.

მაგრამ განგება, ცეცხლზე მროკავი,

მხოლოდ ზოგიერთს ესათუთება,

რომ დავიმონოთ ბედი ორკაპი,

,,ხამს სიყვარული და ერთგულება."





No comments:

Post a Comment