Saturday, March 19, 2022

შენ მეუბნები (სატრფიალო)

შენ მეუბნები, რომ კვლავ  გიყვარვარ 
და როგორც ფანტელს, ზამთარში მელი,
შენ ხომ არ იცი, სევდის რიწა ვარ,
არ შრება თვალში არასდროს ცრემლი.
და თუ ამ სულში ძევს გაზაფხული,
რომელიც ძლიერ შენ შეგიყვარდა,
მირაჟისაა გამოძახილი
და არა ღირდეს იქნებ ფიქრადაც.
და უშენობის დაყრილან გზები,
გხატავ როგორც მზეს, ფუნჯით, ფანქრებით,
იქნება ზეცამ გამოიდაროს,
ჩვენ დავრჩეთ, ზღვა და თეთრი აფრები.






No comments:

Post a Comment