ცას ნატყვიარი აჩნია ომის,
იქიდან გვიცქერს შავად და ქუშად,
და მიწას ჩრდილი გადასდევს კვდომის,
ჯარისკაცს თვალში მოუჩანს შუშა.
ჩამოიშალა ღვთიშობლის თმები,
ნიაღვრად, თქეშად, ხოშკაკლად, წვიმად,
და ჯარისკაცი ძლიერი მხრებით
აუზიდია ზეცაში ბინად.
და ვხედავთ შორით კამკამა ზეცას,
ზედ რომ არ აწევს ერთი ღრუბელიც,
ვით მილოსელი ვენერას ტანი,
ნარნარი თეთრი ქალი ვრუბელის.
იქით მიილტვის სული მამაცის,
იქ უკვდავების მანტია მოსავს,
უსასტიკესი ომის აჩრდილი,
გადაჰფენია ქვეყანას ძონძად.
No comments:
Post a Comment