მახსოვს, დამტოვე იების ბაღში
ლურჯი კაბით და ლურჯი კარეტით,
შენმა პეგასმა შეისხა ფრთები
და გაგაფრინა უცხო მხარეში.
ცხენის ნაკვალევს ტირილით ვდიე,
წყარომ იხეთქა ჩემი ცრემლიდან
და დაობლებულ იების ბაღში,
რომ დაგინახე, თითქოს მენიშნა.
რომ გაზაფხული კვლავ მოვა ჩემთან,
სისხლი დამივლის ისევ ძარღვებში
და განახლებულ სახლსა და კერას
არ მოაკლდება შენი ალერსი.
No comments:
Post a Comment