Monday, November 15, 2021

მე გეახლები (სატრფიალო) ავტ. უცნობი

ალესილია ორლესური, ზეცის საპფირი, 
ხან გაიშლება, ხანაც კიდევ რკალად იხრება,
გადათოვლილი ბილიკები ისე ბზინავენ,
ვით პოეტისთვის კვარცხლბეკი და დროის დინება.
და ამ ბრჭყვიალში შენ ხარ ოქრო აუწონელი,
ღიმიც გიხდება, როგორც გრიმი ყველა მსახიობს,
შენ აინთები, როგორს მზე და როგორც ცისკარი,
მე გეახლები, ვით დედოფალს ერთი მდაბიო .


No comments:

Post a Comment