Saturday, November 20, 2021

გიყვარვარ, ვიცი (სატრფიალო)

 გიყვარვარ, ვიცი, სიტყვებს შორის დუმილი გამხელს,

გრძნობის ქარიშხალს ვერ აოკებს ეს ამინდები,

ვიცი, მიგზავნი ლურჯ ყვავილებს, ზეციდან ჩაცლილს

კალათებში და დიდ სიყვარულს ციურს მპირდები.

ნეტავ, ვნებებმა სად იპოვა წყარო,  სათავე,

ან დასასრული სად აქვს ნეტავ და რას მპირდება,

ისევ ვაწყდები უშენობის წყეულ სამანებს

და თუ მოვკვდები, ვიცი, აღარ გაგიკვირდება.



No comments:

Post a Comment