დარდების
გამყიდველი
როგორც
ყოველთვის, ახლაც ისევ მარტო დავდივარ,
მირაჟის
გზები ოაზისთან არასდროს მიდის...
მერე
„მშრალ ხიდთან“, ფეხათრევით, ტანჯვით, გავდივარ
და
ძველმანების ბაზრობაზე ჩემს დარდებს ვყიდი.
მქონდა
ღიმილიც, ოცნებებიც, - ყვავილი სულის...
ბევრიც
მომპარეს, უშურველად ზოგიც გავეცი,
დარდებიღაა
საზღაური ჩემი წარსულის,
ფეხზე
დგომის ფასს მაშინ იგებ, - თუკი დაეცი!
ნიკალასავით
დახლთან დგომა მზარავს და მაკრთობს,
არც
ბაგეს მიმკობს დახლიდარის ღიმილი ქლესა...
დავხუჭავ
თვალებს, ამ ჩემს დარდებს ან ვინ მომპარავს,
ყელს
ებჯინება ფორიაქი და გულის კვნესა.
არვინ
იყიდის ჩემს საქონელს, არა ვარ მარტო,
ჩემს
გვერდზე სხვებსაც უხვადა აქვთ დარდების გროვა,
გავაჩუქებდი...
მაგრამ დარდი ვის მივუმატო,
ჯიუტად
ვდგავარ, ვიცი, ჩემი მყიდველიც მოვა.
ნუთუ
არავინ აღარ დარჩა მუშტარი დარდის?
ნუთუ
ბოლომდე დაიცალა იმედის თასი?
ნიკალასავით
მეც მინდოდა მირთმევა ვარდის...
თუმც
ვხვდები, რო ჩემს ვარდს მისთვის არა აქვს ფასი.
სხვა
გასაყიდი არაფერი არ მაბადია,
სულიღა
შემრჩა, მაგრამ არის უფლის ტარიგი...
იმას
არავის არ მივყიდი, ცხადზე ცხადია,
მხოლოდ
უფალმა იცის მისი „ყიდვის“ თარიღი!
მქონდა
ღიმილიც, ოცნებებიც, - ყვავილი სულის...
ბევრიც
მომპარეს, უშურველად ზოგიც გავეცი,
დარდებიღაა
საზღაური ჩემი წარსულის,
ფეხზე
დგომის ფასს მაშინ იგებ, - თუკი დაეცი!
No comments:
Post a Comment