შენი სულის ნაზ წვიმებში მოყოლილმა
ფრთა გავშალე, გაზაფხულად მოველი,
ყვავილები ავაყვავე წაბლის, ნუშის,
ვარ ვარდების სურნელების მთოველი.
იალაღი გადავშალე, დადის ფარა
და წიქარა თავის მწყემს ბიჭს მოელის,
იქნება თქვა, ჩემო მკვლელო, "მიყვარხარო",
აბა, მითხარ, ვინა მჯობნის, რომელი?
მაია დიაკონიძე
14.11.2021წ
No comments:
Post a Comment