მომეფერე, რომ ლალივით გავბრწყინდე,
შენც გაგათბო, ვუწილადო სხვებსაც
გულის სითბო, თორემ ქვა თუ შემოგხვდა,
არ გაკვირდე, მაია რომ ერქვას.
ავთანდილ ჟღერია:
არ მგონია კლდე, რომ გახდეს მაია,
ვერ დამალავს მაგ თვალების სითბოს,
ეს ვიღაცა მოატყუილო იქნება,
თითქოს დიდი მსახიობი იყო.
მაია დიაკონიძე:
ეჰ, რას იზამ, თოვლითაც ვიფარები
და გულისპირს ხან მისველებ ცრემლი,
სულ ყოველთვის ხომ არა დგას დარები,
მწუხარებაც შემხვედრია ბევრი.
ეთერ ისაკაძე:
აგაცილოს უფლის ძალამ დარდები,
გაზაფხულად შემოხვედი ჩვენში,
ხან ვარდი ხარ დანამული მაისის,
ხან გვირილა თავდახრილი მზეში.
მაია დიაკონიძე:
თავი მართლაც ხან გვირილა მგონია,
ხან ია და ხანაც იასამანი,
სიყვარული მომეძალა თქვენი,
არ ჰქონია ამ სიყვარულს სამანი.
No comments:
Post a Comment