Wednesday, November 17, 2021

ნეტავ, ვინ ბედავს! (სატრფიალო)

 ნეტავ, ვინ ბედავს, მზის შეხედვას, თვალებსაც მოსჭრის

ან ვინ გაბედავს ხელის ხლებას ციხის  ლიბოზე,

როცა მზე ცაზე გამოდის და სამყაროს კოცნის,

მადლობა თქვი, რომ მზისქვეშეთში ყოფნა გიბოძეს.  

გთხოვ დაიოკო ეგ ვნებები, მარადჟამს ნორჩი,

და კადნიერად ნუ შეხედავ მბრწყინავ სხვის ძოწებს.


No comments:

Post a Comment