Saturday, November 20, 2021

ნუთუ მზერით შეგაწუხეთ?! (სატრფიალო)

ნუთუ მზერით შეგაწუხეთ, დაიბენით,

და წაგიღოთ სიზმარეთის უხსოვარში?

თუ ვერ მოვხვდი იმ გრძედსა და იმ განედში,

და ეს გრძნობა, სიყვარულის, ჩემი არის?

ლურჯი ზღვიდან მოვსულვარ და ისევ წავალ,

შევერევი ქაფს, მოვსულვარ აფროდიტა,

ალბათ მიტომ ამერია ნაბიჯები,

ზღვების ასულს ამ ხმელეთზე რაღა მინდა?!


No comments:

Post a Comment