Tuesday, November 16, 2021

სატრფიალო

გადაგევლე, როგორც ვარდსა ცისა ნამი,
შემოგევლე ნიავივით, ნიავ-ქარი,
ყურში ნაზად გიჩურჩულე, მიყვარხარო,
მერე მკლავზე მოგეხვიე, როგორც ვაზი.
სილამაზემ ჩემმა ისე გაგაკვირვა, 
ვერ მომწყვიტე, ვაჟო, თვალი,
ხელი ნაზად გადამისვი,
ჩამეკონე, ჩამეკარი.





No comments:

Post a Comment