ვნების ალშიც თუ გავხვეულვარ, მხოლოდ სიზმარში,
არც ტუჩები და ძუძუ-მკერდი დაუკოცნიათ
და ჩემს გვერდზედაც საწოლია თავისუფალი.
და არც არავინ მიჩურჩულა ყურში "მიყვარხარ"
და არც ის მითხრა "საუკუნოდ შენი ვიქნები",
თუმცა იმედს და სიყვარულს კი გულში ვინახავ,
ის მოვა, ვინაც ამიშალა ნაზი ფიქრები.
მოვა და გული გამითბება, წავა ყინული,
თრობის ქარები ჩემს სხეულსაც შეეპარება,
და გავიშლები ნაზამთრალი ვარდის კოკორი,
ჩემთვისაც ალბათ ჩამოდგება ზღვა ნეტარება.
No comments:
Post a Comment