იქნებ შენ მაინც თუ გიყვარვარ, სხვას თუ არავის?!
თუ ეგებ ეგეც სიცრუეა და მასკარადი,
დედოფალი ვარ ამა ქვეყნის ოქროს ვარაყში,
ვაი, თუ ახლა ლექსებშიაც გაგითამამდი.
"უვნებო ვნებით" ვწვავდე გინდა ოქროს ყვავილებს,
შენთან ვგზავნიდე, ქრიზანთემებს, სუნთქვის არილებს,
უმთვარო ღამეს მოგევლინო დედოფლად სიზმრის,
მაგრამ მთვარე რომ აღარ გიყვარს, იმან თუ იცის?!
მაია დიაკონიძე
15. 11.2021წ
No comments:
Post a Comment