Sunday, November 14, 2021

შენ მაჩუქე (სატრფიალო)

 შენ მაჩუქე მე ვარდების საუფლო, 

ახლა ბაღში დავნარნარებ პარნასის,

მინდა ჩემი სული, გული გაჩუქო,

და მოგიძღვნა კოცნა ასჯერ ათასი.

დავიკოდე მე ისრებით ამურის,

ვეღარ ვუძლებ უსასრულო ფორიაქს,

ჩემო მზეო, მინდა რომ ამოხვიდე,

ჩემი თავი შენი ხვედრი მგონია.




No comments:

Post a Comment