ჩემი გული ამ სიყვარულს მკარნახობს,
და ასევე კვერს მიკრავენ მუზებიც,
აფროდიტაც, ვიცი, არა მღალატობს,
თუმცა მოსწონს, მგონი, შენი ტუჩები.
პარნასისკენ ზარ-ზეიმით მოვდივარ,
ქურქს ჩავიცმევ მხოლოდ სიასამურის,
შენს სიყვარულს რომ ვატარებ ოდითგან,
ესეც ალბათ ოინია ამურის.
მანდ დამხვდები, ეჭვი არ მეპარება,
თაფლობის თვე შარბათივით ტკბილია,
მოგეხვევი, არა ვარ უკარება,
და გვექნება ვნებების იდილია.
,
No comments:
Post a Comment