ძნელია, ვიცი, იყო პოეტი
და თოთო ბავშვის დაგქონდეს გული,
თავს ვერ არიდებ მიეთ-მოეთებს,
ცად იფანტება წარსულის ბოლი.
საკრალურივით გეწვის სხეული,
ვერ დაგიხურავს ტრფობის საბანი,
ხან ქარს მიჰყავხარ უსასრულეთში,
ხან პირს გიკოცნის იასამანი.
და მაინც იბრძვი ძალამოკრეფით,
ლაჟვარდ ზეცაში გაფრინდე გინდა,
მაგრამ მანამდე, ჩემო ძვირფასო,
ლექსი გამოთქვი, ვით სული წმინდა!
No comments:
Post a Comment