Tuesday, November 16, 2021

ვთვრები, ძვირფასო! ავტ. ეკო ჯავახიშვილი

ვთვრები ძვირფასო,
სიყვარულის სასმისით ვთვრები,
ყანწს ვეძალები,
არ მყოფნია ოცნება ჭიქით,
თუ ერთი ლექსით
შევძელ მაინც მეჩუქა ფრთები,
შემომხვდი სადმე
და ვიფრინოთ ღრუბლების იქით.
ლექსს არ შევაშრობ
მელანივით ამ იდიალებს,
რაღაც სხვა მინდა,
ვიდრე არის კალამი, ფუნჯი...
მოკიდებული
სასმელივით მაბოდიალებს
შენი თვალები
იდუმალი,
ცასავით ლურჯი.
ეკა ჯავახიშვილი
14.11.2016

No comments:

Post a Comment