Tuesday, November 16, 2021

სიზმრად გელოდი (სატრფიალო)

 

სიზმრად გელოდი და შენც აღარ დაიგვიანე,

ორბს გამოჰყევი, მის შავ ფრთებზე დაიდე ბინა,

როდესაც გიყვარს, ეხმარება ადამიანებს

ყველა სულდგმული და მეგობარს მონახავ ფრთიანს.

შენც სიყვარულით და სინაზით სავსე მოხვედი,

თან მოიყოლე ტრფიალი და სუნთქვა ვარდების,

მთელი სამყარო სიყვარულის ფრთებით მოგქონდა 

და გულში რწმენის გამიშალე იალაღები, -

რომ დედამიწა სიყვარულის დიდი ველია

და შენ გულისწორს გაპოვნინებს ღმერთი ოდესმე,

ნაღველით სავსე ეს თვალები შენ ერთს გელიან,

მინდა, გაჩუქო ცა და მიწა ჩემს ნაზ ოდისევსს.






No comments:

Post a Comment