Sunday, November 21, 2021

წლები, ავტ. ელგუჯა ცოგროშვილი

 წლები...

1.ზოგჯერ სახეზე ნაოჭს ვლანდავ,
როცა იღიმი,
თუმცა თვალებში ძველებურად
ელვები კრთება...
ვფიქრობ,ჭარმაგის როლს სთამაშობ და...
არის გრიმი,~
სპექტაკლის ბოლოს დაიბან და
მყისვე გაქრება.
2.ალბათ არა აქვს კაცს სამყაროს
შეცნობის წვდომა,
ან დრო ვინ დაყო,ვინ გამიჯნა
აწმყო~წარსულად?!
მე არ შემცვლია შენზე ფიქრი,
ვნება და ნდომა:
თითქოს ეს წლები არც მოსულა
და არც წასულა!
ელგუჯა ციგროშვილი.
ქ.თესალონიკი.22.05.2017 წელი.

No comments:

Post a Comment